თურქი მსახიობის, დემეთ ოზდემირის ყველა პარტნიორი - "რომანტიკული კომედიების" დედოფალი შეყვარებულია

თურქი მსახიობის, დემეთ ოზდემირის ყველა პარტნიორი - "რომანტიკული კომედიების" დედოფალი შეყვარებულია
საქართველოში თურქული სერიალები დღითი დღე პოპულარული ხდება და ხალხი თურქი მსახიობების პირად ცხოვრებას, ჩაცმას, გემოვნებასა და ყველა დეტალს განიხილავს. დღეს სოციალურ ქსელში ცნობილი თურქი მსახიობების ათობით ქართული ფანგვერდი არსებობს. მსახიობთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს დემეთ ოზდემირი. თურქული პრესა მის პირად ცხოვრებაზე ხშირად წერს.

როგორც ყველა, დემეთი თავის პირად ურთიერთობებს ყოველთვის მალავს. მსახიობს პაპარაცები ბევრჯერ გაჰკიდებიან, თუმცა დემეთმა ყოველთვის იცის, სად და როგორ უნდა ნახოს პარტნიორი ისე, რომ ვერავინ გაიგოს.

დემეთ ოზდემირი და ჯან იამანი



როგორც
თურქული პრესა იტყობინება, დემეთ ოზდემირს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მამაკაცთან, ჯან იამანთან. ის და ჯანი სერიალში "ნაადრევი ფრინველი" ერთად მთავარ როლებს ასრულებდნენ. სწორედ აქედან დაიწყო მათი რომანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყვილი ერთმანეთს 2018-19 წლებში ხვდებოდა.



ჭორებმა იმის შესახებ, რომ წყვილს ერთმანეთი უყვარდა, სერიალს დიდი პოპულარობა მოუტანა. სერიალის დასრულების შემდეგ ჯანი და დემეთი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ პაპარაცების ობიექტივში და რამდენიმე თვეში მათი სიყვარული დასრულდა.

დემეთ ოზდემირი და უსუფ ჩიმი



თურქული გამოცემა "ჰურიეტი" წერდა, რომ ოზდემირის ერთ-ერთი პარტნიორი თურქი მსახიობი და მომღერალი უსუფ ჩიმი იყო.



მსახიობები ერთად რამდენჯერმე შენიშნეს. ისინი სერიალში მონაწილეობდნენ, გადაღებების გარეთ ერთმანეთს ხვდებოდნენ და 2016 წელს მათ წყვილზე უკვე პრესა ალაპარაკდა, თუმცა ამ თემაზე კომენტარი არცერთმა მათგანმა არ გააკეთა და თურქულმა მედიამ მათი წყვილი მიივიწყა.

დემეთ ოზდემირი და ქერემ ბურსინი



მორიგი ჭორები დადიოდა ბურსინისა და დემეთის რომანზე, რომელიც საზოგადოებისთვის კვლავ გაუგებარია. ბურსინი თავის პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს, დემეთი კი ამ საკითხს უფრთხილდება და იშვიათად თუ იტყვის რამეს.

როგორც თურქული პრესა წერდა, დემეთი და ბურსინი ერთად რამდენიმე წვეულებაზე ნახეს. წყვილი ურთიერთობაში ნახევარი წელი იყო და შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.



ახლა დემეთ ოზდემირის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა. დემეთი თურქ მომღერალსა და მსახიობ ოზან კოჩს ხვდება. ოზანი და დემეთი ერთად 2020 წლის ბოლოდან არიან და ეს ინფორმაცია დემეთმაც დაადასტურა.



პაპარაცებმა ოზდემირი შეყვარებულთან ერთად კლუბში კოცნის დროს დააფიქსირეს. ამის შემდეგ დემეთმა ურთიერთობაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"არ არის ხანგრძლივი ურთიერთობა, ჯერ სულ ორი თვეა ვხვდებით. ყველაფერი კარგად მიდის, ერთმანეთს ვეწყობით" - აღნიშნა დემეთმა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93