„ზოგი დაეცემოდა, შენ კი აღზევდი“- რას წერენ თი მაჭავარიანს გამომწერები

„ზოგი დაეცემოდა, შენ კი აღზევდი“- რას წერენ თი მაჭავარიანს გამომწერები
თინათინ იგივე თი მაჭავარიანი ინსტაგრამისა და ტიკტოკის მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი ინფლუენსერია. ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცეტრში. არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი მისი ჩაცმულობა, სტილი, პირადი ცხოვრება თუ წარსული.

რამდენიმე თვის წინ თი მაჭავარიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ შეყვარებულს, ლაშა ჩხაიძეს დაშორდა, რასაც მათი გამომწერების მხირდან განსაკუთრებული გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა. წყვილი მანამდე ხშირად დებდა ერთად გადაღებულ ვიდეოებსა თუ ფოტოებს და მათი ურთიერთობა, ერთი შეხედვით, ჰარმონიული იყო.
სწორედ ამიტომ, საზოგადოების ნაწილი ამ ამბავს ბოროტ ხუმრობად თვლიდა, თუმცა, საბოლოოდ, ეს სიმართლე აღმოჩნდა.

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თი მაჭავარიანი გულშემატკივრებისგან თანადგომას მუდმივად გრძნობდა. გამომწერები მის მიმართ თბილ სიტყვებსა და გამამხნევებელ კომენტარებს დღემდე არ იშურებენ: „ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამაზეა ნათქვამი. ლაშასთან დაშორებამდე 90 000-მდე ფოლოვერი გყავდა, ახლა უკვე 148 000-ზე ახვედი“ - წერს ერთ-ერთი მათგანი.

როგორც თი მაჭავარიანი განმარტავს, ტატუარტისტ ლაშა ჩხაიძესთან დაშორების მიზეზი მესამე პირის ჩარევა გახდა. თი ლაშასთან ურთიერთობამდე მეუღლესთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა, ამ პერიოდს ის განსაკუთრებით რთულად და ემოციურად იხსენებს. ცნობილ ბლოგერსა და ინფლუენსერს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93