62 წლის მადონასა და მისი ქალიშვილის ახალ ფოტოს სკანდალი მოჰყვა - "ვინმე მართლა ფიქრობს, იღლიაში თმა ლამაზია?"

62 წლის მადონასა და მისი ქალიშვილის ახალ ფოტოს სკანდალი მოჰყვა - "ვინმე მართლა ფიქრობს, იღლიაში თმა ლამაზია?"
პო­პის დე­დო­ფა­ლი მა­დო­ნა, რო­მე­ლიც 62 წლი­საა, თა­ვი­სი ახალ­გაზ­რდუ­ლი იე­რით აგ­რძე­ლებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გა­ო­ცე­ბას. ყო­ველ ახალ ფო­ტო­ში, რო­მელ­საც ის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ვეყ­ნებს, უფრო და უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ამ­ჯე­რად მან "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ქა­ლიშ­ვილ­თან, ლორ­დეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­უ­ზი­ა­რა გულ­შე­მატ­კი­ვარს, სა­დაც შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მომ­ღე­რალ­მა არა­ერ­თი კომ­პლი­მენ­ტიც მი­ი­ღო.

  • ულა­მა­ზე­სი ქა­ლე­ბი.
  • ჩვენც გაგ­ვი­ზი­ა­რე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ი­დუმ­ლო
  • მარ­თლა რო­გორ ახერ­ხებ ამას?
  • არ მჯე­რა, რომ ეს ქალი 62 წლი­საა - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.


მა­დო­ნას გარ­და, ფო­ტო­ზე ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ლორ­დეს­მა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლია. ის არის ფე­მი­ნის­ტი და ცდი­ლობს,
ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რო­დე­საც საქ­მე ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვას ეხე­ბა. უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბუ­ნებ­რივო­ბას და ხში­რად ჩნდე­ბა სა­ჯა­როდ იღ­ლი­ა­ში თმით. ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კის ობი­ექ­ტია. ამ­ჯე­რა­დაც, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ ის ფაქ­ტი, რომ ლორ­დე­სის იღ­ლი­ა­ში თმა ბუ­ნებ­რი­ვად აქვს. ამას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

  • რა, ვინ­მე მარ­თლა ფიქ­რობს, რომ ეს ლა­მა­ზია და ამ ფო­ტო­ზე ლორ­დე­სი მომ­ხიბ­ვლე­ლია? კარ­გით რა, არ მჯე­რა, რომ ვინ­მეს მარ­თლა მოს­წონს ეს.
  • ეს არა­ჰი­გი­ე­ნუ­რია
  • ვერ ვი­გებ, რა­ტომ აკე­თებთ აქ­ცენტს მის იღ­ლი­ა­ზე, როცა დედა-შვი­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფო­ტოა და ნა­ხეთ, რა ლა­მა­ზე­ბი არი­ან.
  • ვი­საც უნდა, გა­ი­პარ­სავს; ვი­საც არ სურს, ასე იქ­ნე­ბა, რა პრობ­ლე­მაა?!
  • მისი არ­ჩე­ვა­ნია, შე­იწყვი­ტეთ ჰე­ი­თე­რო­ბა. რო­გორც თა­ვად ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, ისე მო­იქ­ცე­ვა" - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

წყარო: ambebi.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93