ნუკი კოშკელიშვილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა და ძალადობასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
"ძალადობა! ყველა ამაზე საუბრობს მას მერე რაც ნინუცა მაყაშვილი საჯაროდ გამოვიდა და ისაუბრა თავის ყოფილ მეუღლეზე. აქვე გეტყვით რომ მილიონი პროცენტით მხარს ვუჭერ ნინუცას და ვთვლი რომ მან ერთგვარი გმირობაც ჩაიდინა, ასე 11 წლის მერე რომ მოიკრიბა ძალები და ამაზე ღიად ისაუბრა.. ბევრმა რატომ გააკეთა ასეო.. მე ჩემი აზრი მაქვს და გეტყვით. ალბათ მხოლოდ ახლა იყო ამისთვის მხად, ნებისმიერ ფსიქოლოგს ვინც ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობს, რომ ჰკითხოთ გეტყვის, დრო არის იმისთვის საჭირო რომ ტკივილზე და შეურაცხყოფაზე ღიად ისაუბრო. კი ხანდაზმულობა აქვს, სამწუხაროდ ასეთი ტიპის დანაშაულს(არ უნდა ჰქონდეს მაგრამ აქვს) და ბევრმა რა აზრი ჰქონდა ახლა გახსენებასო. დიდი აზრი ჰქონდა!!! მორალურ შეურაცხყოფას და ტკივილს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ყველამ უნდა იცოდეს მოძალადე ვინ არის და იმ ქალბატონებმა ვინც ახლა გადიან ამ გზას იცოდნენ რომ მარტო არ არიან და გამოსავალი ყოველთვის არის.
მგონი პოზიციაში ისედაც ვეთანხმებით ერთმანეთს, ამ პოსტით სულ სხვა რაღაცაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება. ბავშვები! დედების ვალდებულება ჩავუნერგოთ შვილებს ადამიანის პატივისცემა, ქალის განსაკუთრებით, ისე უნდა გავზარდოთ რომ არასდროს არავინ თქვას მათზე ცუდი. ეს იქნება საუკეთესო გზა იმისთვის რომ დავგმოთ ძალადობა. მესმის რთულია და ხშირად შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა მუდამ ვსაუბრობდეთ ჩვენ შვილებთან, ღიად საუბარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი!!! რას იტყვით?" - აღნიშნა ნუკიმ.
ცნობისთვის, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია. ბესო ზანგურმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები უარყო და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.