მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა:
"დედობისთვის წიგნებით უნდა მოემზადო თუ ინტუიციურად?
მე მჯერა, რომ ყველა უნარ-ჩვევა თავისით მოდის პრაქტიკაში, ტექნიკურიც და თეორიულიც.
ეს ისეა, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი - რამდენიც უნდა ისწავლო თეორია, მაინც გზას ნულიდან იწყებ, როცა მუშაობას შეუდგები. პრაქტიკულად სწავლობ საქმეს, შეიცნობ საკუთარ თავს და სტილს.
ასევე ვარ დედობის შემთხვევაში.
ორსულობის დროს რეჟიმზე გავაკეთე აქცენტი: საათობრივად ვიკვებებოდი და მეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ყოველდღე დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ველაპარაკებოდი პატარას.
იხილეთ სრულად