ბრიტნი სპირსმა გულშემატკივრებს აცნობა, რომ თავს კარგად გრძნობს. 39 წლის პოპ მომღერალმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ფანებს საშუალება მისცა მისთვის კითხვები დაესვათ. კითხვებს შორის იყო კარგად გრძნობდა თუ არა თავს მომღერალი, რაზეც ბრიტნიმ უპასუხა: "დიახ, კარგად ვარ და ძალიან ბედნიერი. მე მაქვს ლამაზი სახლი და მყავს ლამაზი შვილები. ამჟამად ვისვენებ, რადგან საკუთარ თავს ვანიჭებ სიამოვნებას.
ბრიტნი მომღერალთან ერთად მოცეკვავეც არის და ამიტომ "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს საკუთარი ცეკვის ვიდეოებს. ეს კადრები მის მხარდამჭერებს ძალიან აშფოთებთ და ხშირად საუბრობენ მომღერლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე.
ბრიტნიმ ბოლოს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ფრანგული სიმღერის ფონზე ცეკვავს. როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს, სიმღერის სიტყვებია: "მე ვარ ჩაკეტილი", "მე ვარ ტყვე", "მათ გადამაქციეს უსულო ნივთად".
ბრიტნის თქმით კი, კიდევ რამდენიმე სამოსი აქვს, რათა ამ სიმღერაზე იცეკვოს. როგორც ჩანს, ეს ბრიტნის საყვარელი სიმღერაა.
ბრიტნიმ მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ ორი კვირა ტიროდა და ეს კინო მისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა. მასში ნაჩვენები იყო ყველა ის ადამიანი და მოვლენა, რამაც ბრიტნიზე უარყოფითი გავლენა იქონია. მათ შორის იყვნენ ჯასტინ თიმბერლეიკი და მომღერლიც მამა. მოგვიანებით, ბრიტნის ფანებმა წამოიწყეს მხადამჭერი აქცია #თავისუფლებაბრიტნის.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>