ამერიკაში მცხოვრებმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ იმიჯი შეიცვალა და ფოტო/ვიდეოკადრები "ინსტაგრამის" გამომწერებს გაუზიარა.
როგორც აღმოჩნდა, სოფომ თმის ფერის შეცვლა გადაწყვიტა და სალონიდან ფოტო გამოაქვეყნა.
"ახალი თმის ფერი, მალე" - დაწერა სოფომ ფოტოზე. მომღერლის გამომწერებმა იფიქრეს, რომ სოფო რადიკალურ ცვლილებებს აპირებდა, თუმცა მან მხოლოდ თმის ბოლოები გაიღიავა.
მან მომდევნო კადრები უკვე მანქანიდან გამოაქვეყნა.
სოფო ქალიშვილის, ელის-მარიას დაბადების შემდეგ საგრძნობლად გახდა, თუმცა გულშემატკივრებს მოღერალი გამხდარ ფორმაშიც მოსწონთ. "რა მაგარ ფორმაში ხარ", "ულამაზესო", - უწერენ სოფოს კომენტარებს.
მომღერალი საკუთარი შვილის მამის ვინაობას არ ამხელს და არც ფოტოებს ასაჯაროებს. ამიტომ სოფოს ნებისმიერ სიახლეს მისი "ინსტაგრამგამომწერები" დიდი ინტერესით ელიან.