მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი თავისი საავტორო გადაცემით "ტვ პირველზე" გადავიდა. "შორენას ეფექტის" პირველი პრომოვიდეო უკვე გავრცელდა, სადაც ტელეწამყვანი მომხიბვლელი ლუქით კიბეებზე ჩამოდის, აქსესუარებს იხსნის, კაბას იხდის და გზას აგრძელებს.
შორენას ვიდეოში თვლებით გაწყობილი საღამოს კაბა აცვია. მომხიბვლელი ტელეწამყვანი ქართული სიმღერის ფონზე კამერისკენ მოდის და შემდეგ ჩრდილის ფონზე ჩერდება.
გადაცემა "შორენას ეფექტი" ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე" გადიოდა, თუმცა არხმა რამდენიმე გადაცემა დახურა, მათ შორის, "პროფილი", რის შემდეგაც ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა არხი დატოვა და ორი გადაცემა, "პროფილი" და "შორენას ეფექტი" ტელეკომანია "ტვ პირველზე" გადაიტანა. როგორც შორენა სოციალურ ქსელში აანონსებს, გადაცემა განახლებული სეზონითა და სტილით ბრუნდება.