ნინი ბადურაშვილის დამ ქეთო თოფურიძემ 22 წლის იუბილე საზღვარგარეთ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში აღნიშნა. ქეთომ მეგობრებთან ერთად დაბადების დღე მხიარულად გაატარა.
გოგონამ ფოტო და ვიდეოკადრები საკუთარ გამომწერებს გაუზიარა და უამრავი მილოცვაც მიიღო. "გილოცავ დაბადების დღეს, საუკეთესო და ხარ", - სწერს ნინი იუბილარს.
ქეთოს დაბადების დღეზე წითელი, კლასიკური კაბა ეცვა და ძალიან დახვეწილად გამოიყურებოდა. "22, თავს კარგად ვგრძნობ", - დაწერა ქეთომ საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებისას.