რუსთაველი გოგოს ამერიკული ცხოვრება და უცხოელი შეყვარებული - როგორ ცხოვრობს ეკუნა ყანჩაველი

რუსთაველი გოგოს ამერიკული ცხოვრება და უცხოელი შეყვარებული - როგორ ცხოვრობს ეკუნა ყანჩაველი
სოციალურ ქსელში ცნობილი მომღერალი და რეპერი ეკუნა ყანჩაველი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობიდან საინტერესო დეტალებს გამომწერებს უზიარებს. რუსთავიდან დაწყებული სახალისო ვიდეოებითა და პატარ-პატარა სკეტჩებით ეკუნამ ქართველ საზოგადოებას თავი გააცნო, შეაყვარა და პოპულარულიც მალევე გახდა.


ეკუნა ამერიკაში მოხვედრაზე ოცნებობდა, ვიზის აღებას დიდხანს ელოდა, ერთ-ერთ ზაფხულს კი ცხოვრების რამდენიმეწლიანი უფლება მიიღო, ოცნება აიხდინა და ამერიკაში წავიდა. გოგონა კარგად მღერის, რეპიც შესანიშნავად გამოსდის და მისი კლიპები "იუთუბზეც" იძებნება.


უკვე თვეებია ეკუნა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მომღერალმა წონაში საგრძნობლად
დაიკლო და სტილისა და ვიზუალის საოცარი ცვლილება განიცადა.

ეკუნამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას თავისი შეყვარებული გააცნო, თუმცა ბიჭის სახელი და გვარი კვლავ ინკოგნიტოდ დატოვა. ყანჩაველი და მისი მეორე ნახევარი ერთ წელზე მეტია ერთად არიან.

როგორც კომენტარებში წერენ, ეკუნას შეყვარებული წარმოშობით არაბია, თუმცა მომღერალი ბიჭის ვინაობასა და წარმოშობაზე ჯერ არ საუბრობს.

"მგონი ძაან გაგიბანძდა კონტენტიც და ყველაფერი" - უწერენ ეკუნას კომენტარებში, რაზეც გოგონა პასუხობს, რომ დიდ პროექტზე მუშაობს და მალე მუსიკაში დაბრუნებას აპირებს.


ფაქტია, ეკუნა სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია და თავისი საინტერესო ცხოვრების დეტალებს თითქმის ყოველდღიურად აზიარებს. "ინსტაგრამიდან" ჩანს, რომ მომღერალი ჯერ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93