„უბრალოდ საოცარი ხარ“ - როგორ ულოცავს ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე ჩოგბურთელის ძმის ცოლს დაბადების დღეს

„უბრალოდ საოცარი ხარ“ - როგორ ულოცავს ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე ჩოგბურთელის ძმის ცოლს დაბადების დღეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი წარმატება კარიერაში და პრობლემები პირად ცხოვრებაში ხშირად ხდება განხილვის საგანი. ბევრს საუბრობენ ჩოგბურთელის გერმანელი საცოლის, შარლოტა ჰელენის შესახებაც, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა და ნიკოლოზის ოჯახიც გაიცნო.

თავად ჩოგბურთელი შარლოტა „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს. როგორც ჩანს, ის საქმროს ტურნირებზეც დაჰყვება და გულშემატკივრობს. როგორც მისი პოსტებიდან ირკვევა, შარლოტას საქართველო ძალიან მოსწონს და ქართული ენის შესწავლასაც ცდილობს.


საქართველოში ყოფნის დროს შარლოტა
ჰელენი ნიკოლოზის ძმასთან, თენგო ბასილაშვილთან და მის მეუღლესთან, მაცო ჩოფიკაშვილთან გადაღებულ სურათებსაც აქტიურად აქვეყნებდა. როგორც ჩანს, მას ნიკოლოზის ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.


ამჯერად შარლოტა დაბადების დღეს სწორედ ნიკოლოზის ძმის ცოლს, მაცო ჩოფიკაშვილს ულოცავს: „ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს ქართველ დას. შენ უბრალოდ საოცარი და ძალიან ლამაზი ხარ“ - წერს შარლოტა საკუთარ „ინსტაგრამსთორიში".



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარი
ყოფილი ქმრის პირად თუ სპორტულ წარმატებას ვერ ინელებს ალბათ ქალბატონი დოროყაშვილი, ახალ-ახალი ბრალდებებით რომ გვევლინება.ნუ,პიარის სურვილი სხვა თემაა კიდევ.
15:03 / 07-05-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93