მოცეკვავე და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია მუდმივად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. მისი საქმიანობა, ჩაცმულობა, სტილი თუ პირადი ცხოვრება ხშირად ხდება განხილვის საგანი. მას შემდეგ, რაც ირაკლიმ 19 წლის შეყვარებული ლიზა ჩიჩუა საზოგადოებას გააცნო, მისი გამომწერებისა და გულშემატკივრების მხრიდან კითხვები არ წყდება.
ამჯერად, ირაკლი მაქაცარია გამომწერების კითხვებს „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით პასუხობს და წერს, რომ ის და ლიზა ჩიჩუა უკვე 9 თვეა, რაც ერთად არიან. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი საყვარელ ქალზე თავდავიწყებითაა შეყვარებული და მასთან ერთად გატარებულ თითოეულ წუთს ითვლის.
ირაკლი და ლიზა ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებსა და ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და გამომწერებისგან კომპლიმენტებსაც ხშირად იღებენ. ბევრს საუბრობენ ლიზას გარეგნობაზე და მის მიმართ თბილ კომენტარებსაც არ იშურებენ. „ლიზაზე ვგიჟდები, ისეთია“ - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი, ირაკლი მაქაცარია კი მას ასე პასუხობს - „მე უფრო“.
რამდენიმე დღის წინ წყვილმა ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და საზოგადოებას აღდგომა მიულოცა. ირაკლის და ლიზას ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.