რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად მალდივებზე ისვენებს. ქეთამ დასვენების შესანიშნავი სურათები თავის გამომწერებს უკვე გაუზიარა. მომღერალი და მისი მეორე ქმარი, ბიზნესმენი ლევ დენგოვი კუნძულზე ზღაპრულ დროს ატარებენ.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი კუნძულზე მარტო ისვენებს, მათ თან ბავშვები არ წაუყვანიათ. ქეთამ სულ რამდენიმე თვის წინ იმშობიარა და ლევთან საერთო შვილი, ბიჭი ადამი შეეძინა.
მშობიარობის შემდეგ თოფურია სოციალურ ქსელში აქტიურად ჩანდა. ახალ ფოტოებში ნათელია, რომ მომღერალი საოცარ ფორმაშია და თავის სასურველ წონას უკვე დიდი ხანია დაუბრუნდა.
ლევი და ქეთა მალდივებს ერთი კვირის წინ ესტუმრნენ. ისინი კუნძულის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში გაჩერდნენ.
ქეთა თოფურია უკვე ორი შვილის დედაა. მას პირველი ქორწინებიდან პატარა გოგონა ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც ქეთასთან ერთად მოსკოვში იზრდება და პერიოდულად მამასაც ნახულობს. მეორე შვილი კი, როგორც უკვე აღვნიშნე, თოფურიას ლევ დენგოვთან ჰყავს. პატარა ადამს ჯერ საზოგადოება არ იცნობს.