ქეთი და თოშა, რუსკა და გურამი, ირაკლი და ლიზა, ეს ქართველი წყვილების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთაც სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით და ქართული მედია მათ შესახებ საკმაოდ აქტიურად წერს. ამ ბოლო დროს, "ინსტაგრამზე" ბევრი ლამაზ წყვილს შეხვდებით, მათი გამორჩევა ცოტა რთულია, თუმცა საზოგადოებაში ყველაზე განხილვადი და პოპულარული 5 საუკეთესო წყვილი მაინც ამოვარჩიეთ.
ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია
მოდელი ქეთი ჟღენტი და ბიზნესმენი თორნიკე, თოშა ქებურია საქართველოში ერთ-ერთი განხილვადი წყვილია, ქეთი და თოშა უკვე რამდენიმე წელია ცოლ-ქმარი არიან, წყვილს სამი უმშვენიერესი შვილი ჰყავს.
ქეთიც და თოშაც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. შესანიშნავ ფორმაშია, ყოველდღიურად ვარჯიშობს და პარალელურად სწავლასა და შვილების აღზრდას ასწრებს.
ქეთიმ და თორნიკემ კაჭრეთის ამბასადორში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, მათ ქორწილს ასობით ადამიანი ესწრებოდა და ქართული მედიასაშუალებები გრანდიოზულ ცერემონიაზე აქტიურად წერდნენ. წყვილი საზღვარგარეთ ხშირად დადის.
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია
წყვილების ჩამონათვალს სულ ცოტა ხნის წინ, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მომავალი ექიმი და მომღერალი ლიზა ჩიჩუა შუერთდნენ. ლიზა და ირაკლი უკვე თვეებია ერთად არიან, ისინი თავიანთ სიყვარულს დიდხანს მალავდნენ.
წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის. ირაკლისა და ლიზას სურათები და ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს, წყვილი ხალხისგან თბილ კომენტარებსა და დადებით შეფასებებს იღებს.
ლიზა სამედიცინო სფეროში ცნობილი ექიმების შვილია და თვითონაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.
ანი ბებია და ილო ბეროშვილი
საქართველოში საუკეთესო წყვილებზე საუბრისას მსახიობი ილო ბეროშვილი და ანი ბებიაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. წყვილს უკვე საერთო შვილი, ჯერი ჰყავთ, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია.
ანისა და ილოს სიყვარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებების დროს გახდა ცნობილი, როგორც ინტერვიუებიდან ირკვევა, წყვილს ერთმანეთი მოსწონდა, სერიალმა კი მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
ანი ხალხმა სერიალ "ხელოვნური სუნთქვიდან" გაიცნო, მას შემდეგ ბებია რაღაც დროით ტელეწამყვანიც იყო.
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე
ხუთეულის ბოლო ადგილს ყველასთვის ცნობილი, ბათუმელი წყვილი იკავებს, მარიამსა და დავითს "მარაოს" მკითხველი კარგად იცნობს. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, ულამაზესი ცოლ-ქმარი საქართველოში ერთ-ერთი განხილვადი წყვილია.
მარიამი პროფესიით დიზაინერი და მოდელია, დავითი კი მეზღვაური, კაპიტანია და პროფესიის გამო ხშირად ოჯახისგან შორს ყოფნა უწევს. როგორც მარიამის "ინსტაგრამიდან" ირკვევა, მისი მეუღლე თვეობით ზღვაშია, თუმცა ოჯახს ყურადღებას არც იქიდან აკლებს.
ეს ულამაზესი წყვილი ქართველი ხალხისგან თბილ კომენტარებსა და კომპლიმენტებს მუდამ იღებს, მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ოჯახური იდილიის ფოტოებს გამომწერებს ყოველთვის უზიარებს.
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია უკვე რამდენიმე წელია, დაქორწინებულები არიან. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდება
ნანუკასა და ნიკოლოზს ერთი შვილი, აივი-ნიკოლი ჰყავთ, თუმცა პატარას საზოგადოებას ჯერ არ აცნობენ და არც მის ფოტოებს აქვეყნებენ. ნანუკა განმარტავს, რომ ბავშვისთვის ასე უკეთესია.