ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ორწლიანი ნიშნობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. გასულ ზაფხულს წყვილი დიდებულ საქორწინო ცერემონიას გეგმავდა იტალიაში, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მათი გეგმები შეაფერხა.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთად არიან. ამის შესახებ პირველად მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა ცნობილი. ბენი ჯეი ლოს სახლთან არაერთხელ გადაიღეს.
ახლა კი წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა. ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა, ლოპესი და ბენი ერთ მანქანაში სხედან, შემდეგ კი პირადი თვითმფრინავით ლოს-ანჯელესს ტოვებენ. აღსანიშნავია, მათ გეზი სამთო კურორტისკენ, მონტანასკენ აიღეს, სადაც აფლეკი სახლს ფლობს.
რომანტიკული მოგზაურობის შემდეგ ჯეი ლო კვლავ საქმეებს შეუდგა. ის საგრიმიოროში გადაიღეს. ფოტო მისმა სტილისტმა რობ ზანგარდიმ გაავრცელა. ბენ აფლეკთან გატარებული დღეების შემდეგ ლოპესი კიდევ უფრო მშვენივრად გამოიყურება.
მოხერხებულმა ჟურნალისტებმა მაინც შეძლეს როდრიგესის გამოჭერა და მას ყოფილი საცოლისა და აფლეკის რომანტიკული მოგზაურობის შესახებ ჰკითხეს. ის ღიმილიანი გამომეტყველების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობდა. ჟურნალისტებს კი ყოფილმა სპორტსმენმა ასე უპასუხა: – „წინ, იანკებო!" საქმე ისაა, რომ ალექსი ბეისბოლის გუნდის, „ნიუ იორკ იანკისის“ გულშემატკივარია, ბენი კი - მათი მოწინააღმდეგე გუნდის, Boston Red Sox-ის.
მიმდინარე წლის იანვარში ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა გამოცემა The Hollywood Reporter-ის პოდკასტში Awards Chatter სტუმრობისას პოპ-ვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მომღერალს ის 2002-04 წლებში ხვდებოდა.
მათ ტაბლოიდები Bennifer-ადაც კი მოიხსენიებდნენ და მუდმივად პაპარაცების ობიექტივში ხვდებოდნენ.
„ახლა ის უკვე სახელგანთქმული და დაფასებულია იმ ყველაფრისთვის, რაზეც ამდენი იშრომა, საიდანაც მოვიდა და რასაც მიაღწია - ეს ზუსტად ის არის, რასაც იმსახურებდა. ჯენიფერს შესანიშნავი სამუშაო ეთიკა აქვს. ის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც ყოველთვის ცდილობს, საკუთარი ძალები ბოლომდე დახარჯოს და მაქსიმუმი გააკეთოს. ბედნიერი ვარ, როდესაც მის წინსვლას ვხედავ, რადგან ის მართლაც იმსახურებდა იმ წარმატებას, რომელსაც მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.“
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო საუბარი ჯეი ლოსა და ბენის ურთიერთობის აღდგენაზე. ეს ის პერიოდია, როდესაც აფლეკი ჯენიფერ გარნერთან განქორწინებაზე ალაპარაკდა.
რამდენიმე წლის წინ ტაბლოიდები წერდნენ, რომ მომღერალი ყოფილ საყვარელს, მსახიობ ბენ აფლეკს ვერ ივიწყებდა. ჯენიფერი სისტემატურად ადევნებს თვალს აფლეკის კარიერულ წინსვლას და მისი ოჯახს. წყაროს ცნობით, ჯენიფერ გარნერი ჯენიფერ ლოპესზე მუდმივად ეჭვიანობდა.
ახლა ლოპესის ახლო მეგობრები ამბობენ, რომ ლათინოსი მომღერალი აფლეკთან მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე ინარჩუნებდა. მათი დაცილების მიზეზად კულტურული სხვაობა სახელდებოდა. ბენ აფლეკი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მასთან ყოფნისას ჯენი მისი წარმომავლობის გამო რასისტული თავდასხმების მსხვერპლი ხშირად ხდებოდა.
ურთიერთობის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში კი ჯეილომ ბენთან განშორებას მისი “პირველი ნამდვილი გულისტკენა” უწოდა.
როგორც უცხოურ პრესაში წერენ, ჯეილო ალექსთან ასე არასდროს ბრწყინავდა – ბენ აფლეკთან რომანზე ჭორების პარალელურად, ჯეილომ სოციალურ ქსელში მსგავსი ფოტოების გაზიარებით კიდევ უფრო დაგვაინტრიგა.
ოცდაათწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის შემდეგ საზოგადოების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ჯენიფერ ლოპესი კარიერული საქმიანობისგან პაუზას აიღებდა, თუმცა, როგორც თავად პოპ-ვარსკვლავი აღნიშნავს, მიმდინარე პერიოდი მის ცხოვრებაში საუკეთესო ფაზაა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>