მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა "ინსტაგრამ სთორის" მეშვეობით საკუთარ გამომწერებს ყოველდღიურად სხვადასხვა ცხოვრებისეულ თემებზე ესაუბრება. ამჯერად იამ გამომწერებს მიმართა და საკუთარ კატასთან დაკავშირებით რჩევა იკითხა.
"მეგობრებო მჭირდება დახმარება. ქისი წამოვიყვანე ერთი წლის წინ სასტუმრო "ქისიდან". მაშინ დაკეტილი იყო სასტუმრო, ახლა გაიხსნა და ქისი უნდა დაბრუნდეს სახლში. რა ვქნა დავაბრუნო?", - ამბობს ია.
როგორც აღმოჩნდა, ცალთვალა კატა ქისი სასტუმროში ცხოვრობდა ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ახლა კი, იას თქმით, როცა სტუმრებს სასტუმროში კატა არ დახვდათ, ყველა კითხულობს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>