ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და მომღერალ ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კომპლიმენტებსა და კეთილ სურვილებს მათთვის არასდროს იშურებენ.
ცოტა ხნის წინ წყვილმა ფოტოები ბათუმიდან გამოაქვეყნა, ამჯერად კი გამომწერებს ახალ ვიდეოს სპორტდარბაზიდან უზიარებენ. როგორც ჩანს, ისინი, ვარჯიშთან ერთად, ერთობიან და დროს მხიარულად ატარებენ.
ლიზამ და ირაკლიმ საკუთარი ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინა გაასაჯაროეს, რასაც საზოგადოების მხრიდან გაოცება და აღფრთოვანება მოჰყვა. როგორც ირაკლი მაქაცარია „ინსტაგრამსთორიში“ წერდა, ისინი უკვე 9 თვეა, რაც ერთად არიან. წყვილს შორის სხვაობა 17 წელია, თუმცა ეს მათთვის არაფერს ნიშნავს.