ტიკ-ტოკერი და ინფლუენსერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკზე" ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც გამომწერებს თავის წონასთან დააკვშირებულ კითხვაზე პასუხობს.
როგორც თის გამომწერები "ინსტაგრამზე" წერენ, ინფლუენსერმა წონაში მოიმატა და მაჭავარიანის გამომწერებმა კი ეს არაერთხელ აღნიშნეს. გაჩნდა ვარაუდები, რომ თი ორსულად იყო და წონის მატება სწორედ ამას უკავშირდებოდა, თუმცა მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ორსულად არ არის, თავს მშვენივრად გრძნობს და წონის მომატებაც არ ადარდებს.
"იმდენი საჭმელი დაარეკლამა და სინჯა გაპუტკუნდა" - უწერენ თის ერთ-ერთი ფოტოს კომენტარებში.
ახალგაზრდა ინფლუენსერი სოციალურ ქსელში აქტიურობს, გამომწერებს ბევრ საინტერესო სიახლეს უზიარებს და მუდამ ფორმაშია.