კორტნი კარდაშიანი ამჟამად ურთიერთობაშია ტრევის ბარკერთან. წყვილი ხშირად ტვირთავს საერთო ფოტოებს და გრძნობებს არ მალავს. თუმცა, გავრცელდა ჭორები, რომ რეპერს რომანი ჰქონდა კიმ კარდაშიანთან.
რეპერის ყოფილი ცოლი შანა მოაკლერი კიმისა და ტრევისის ურთიერთობაზე საჯაროდ საუბრობს. მისი თქმით, საკუთარი ქმარი და კიმი ერთად გამოიჭირა, სანამ ისინი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდებოდნენ. მაშინ კიმიც არ იყო განქორწინებული ქანიე უესტთან.
შენი დის ბოიფრენდთან რომანი გაქვს?ჰკითხეს კიმს, რომელიც ტრევის ბარკერთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს პასუხობს.
"ეს არის სიცრუე. ჩვენ ვიყავით მეგობრები მრავალი წინ განმავლობაში, ვმეგობრობთ ახლაც და ბედნიერი ვარ კურტნისა და ტრევისის ურთიერთობით", - აღნიშნა მან.
ტრევისი ყოფილი მეუღლე, გამოცემა Us Weekly-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქმართან დაშორება გამოწვეული იყო კიმთან ღალატის გამო. "მე გამოვიჭირე ისინი რომანის დროს", - აღნიშნავს შანა.
მისივე თქმით, ასევე ნახა შეტყობინებები, რომლებსაც ერთმანეთს წერდნენ ტრევისი და კიმი, რაც კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია ქალისთვის, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ რომანი.
შეგახსენებთ, რომ ტრევის ბარკერისა და მოაკლერის ქორწინება რეპერის ინიციატივით დაინგრა. მან განქორწინების საბუთის შეტანისას მიზეზად ცოლის ღალატი დააფიქსირა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>