"ვერ ვხსნი რუსებზე მეოცნებე მამრების ფენომენს, როცა ასეთი ლამაზი, ეშხიანი და შინაარსიანი გოგოები გვყავს" - ქართველი გოგონების ზღაპრული დასვენების ფოტოები თურქეთიდან და სახალისო ვიდეო

"ვერ ვხსნი რუსებზე მეოცნებე მამრების ფენომენს, როცა ასეთი ლამაზი, ეშხიანი და შინაარსიანი გოგოები გვყავს" - ქართველი გოგონების ზღაპრული დასვენების ფოტოები თურქეთიდან და სახალისო ვიდეო
ქართველი ინფლუენსერები - ანანო სახელაშვილი, მარიამ გველესიანი და გურამ შეროზია, თურქეთში შესანიშნავ სასტუმროში ისვენებდნენ. ინფლუენსერებმა დასვენების ზღაპრული ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.


ანანო სახელაშვილი, როგორც ყოველთვის, სახალისო ვიდეოებით გამოირჩევა და არც თურქეთში დასვენებისას დავიწყებია ეს. ანანო დროს მხიარულად ატარებდა და გამომწერების გასამხიარულებლადაც იცლიდა.


აღსანიშნავია, რომ გოგონა შესანიშნავ ფორმაშია, ანანოს ფერადი სამოსი და რუჯი საოცრად უხდება. სახელაშვილთან ერთად ტურში იყო მარიამ გველესიანიც, რომელიც არანაკლებ მხიარული და აქტიურია.


ინფლუენსერების ფოტოებს დიდი ოვაციები მოჰყვა. გოგონებმა თურქეთში თავიანთი ბრენდის
კაბები მოირგეს და ფერადი, საზაფხულო სურათები გადაიღეს.


გოგონებს მოგვიანებით ბლოგერი და ინფლუენსერი გურამ შეროზიაც შეუერთდა. გურამმა პირად გვერდზე მარიამთან და ანანოსთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა.


"დღემდე ვერ ვხსნი, ნატაშებზე და ქსიუშებზე მეოცნებე მამრების ფენომენს, როცა ასეთი ლამაზი, ეშხიანი და გაცილებით შინაარსიანი ვიზუალის მქონე გოგოები გვყავს. აი ამ ფოტოზეც, ვეღარ გაიგებ, ხედით დატკბე, თუ.." - დაწერა შეროზიამ "ინსტაგრამზე".

"თქვენ ამ სილამაზეებს შორის ლატარიის ბურთი ბრძანდებით?" - უწერენ გურამს კომენტარებში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93