ბიონსე და მისი მეუღლე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანის - Rolls-Royce Boat Tail-ის მფლობელები გახდნენ.
მწარმოებელმა მოდელი მხოლოდ სამ ეგზემპლარად წარმოადგინა. ყველა მანქანა ხელით არის აწყობილი და მათ გამოსაცემად მომზადებას 4 წელი დასჭირდა.
ვარსკვლავებმა მანქანის ფერად ლურჯი აირჩიეს, რადგანაც ეს წყვილის საყვარელი ფერია. გაყიდვის ფასი იყო 28 მილიონი აშშ დოლარი.
შთამბეჭდავია მანქანის ფუნქციონირებაც: წვიმის შემთხვევაში, თავზე ავტომატურად იხსნება ჩარდახი, ხოლო მანქანის უკანა ნაწილში განთავსებულია კუპე მინი-სამზარეულოთი, პიკნიკისთვის. აქ არის ყველაფერი, რაც წყვილს დასჭირდება: კოქტეილის მაგიდები, მაცივარი, დანა-ჩანგალი ჭურჭლით და ა.შ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>