საოპერო მომღერალი და ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი 14 კვირის ორსულია. მომღერალმა საკუთარ გამომწერებს ეს სასიხარულო ამბავი "ტიკ-ტოკის" ვიდეოს საშუალებით გაუზიარა.
როგორც ჩანს, ანიტასთვის ფეხმძიმობა მოულოდნელი აღმოჩნდა.
„2 აპრილს დავდე ეს ვიდეო, სიამაყით სავსემ, რადგან წონაში დავიკელი და მერე ეს საოცრება მოხდა…
ყველაზე ბედნიერი დღეებია ჩვენს ცხოვრებაში!“
ცნობისთვის, მეცოსოპრანოს მეუღლე ასევე მომღერალი და მუსიკოსი ოთარ მაისურაძეა. წყვილმა 2016 წელს იქორწინა და გრანდიოზული ცერემონია გადაიხადა.
„ორი ძვირფასი და საოცარი ადამიანი ამიერიდან სამუდამოდ დაუკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ცხოვრებას! ჩემო ტკბილო მეგობრებო, ჩემო ანიტა და ოთო, ღმერთმა არ მომიშალოს თქვენი ბედნიერებით, დღეგრძელობით, ჯანმრთელობით და ულევი წარმატებით მონიჭებული სიხარულის განცდა, სულ მალე გამეცნოს თქვენი შვილები!!!“ — წერდა 2016 წელს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ რაჭველი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>