მომხიბლავი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სექსუალური სტილის სამოსის მოყვარულია.
უკვე რა ხანია, რაც ვარჯიშობს და ცდილობს, სულ ფორმაში იყოს.
ის თავისი გამომწერებისთვის ერთგვარი მოტივაციის წყაროა, რადგან ფორმაში ჩადგომაზე ბევრი ქალბატონი ოცნებობს.
სალომე არაჩვეულებრივ ფორმაშია.
მოცეკვავემ ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა მიმართაც გულგრილი ნამდვილად ვერავინ დარჩებოდა.
"საოცრად გამოიყურები", "რა ლამაზი ხარ, სალომე"- უწერენ აღფრთოვანებული გამომწერები.
სალომეს მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია და ეს გასაკვირი არც არის, თუნდაც იმიტომ, რომ ცდილობს ახალი, ცეცხლოვანი ცეკვა შემოგვთავაზოს, რასაც "ინსტაგრამზე" აზიარებს.
ბოლო დროს კლასიკური სამოსის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებს, რაც მის რამდენიმე ლუქსაც ეტყობა.
გადავხედოთ მომხიბლავი ქალბატონის პირად გვერდზე არსებულ სიახლეებს: