ცოტა ხნის წინ გიორგი გილიგაშვილმა თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც მიუთითა, რომ ახალ მუსიკალურ ვიდეოს გვთავაზობს, სახელად: "სიმღერა მაგარი რამეა". სიმღერაში შემდეგ სიტყვებსაც მოისმენთ: "ლამაზი გოგო ცეკვავს ჩემ წინ და სიყვარულით მთვრალია"..
კლიპში ჩანს საამაყო ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც, რომელიც ჩვეულ ფორმაშია და ცეცხლოვან ცეკვას გვთავაზობს.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ცეკვამ კლიპს მუხტი და სიცოცხლე შესძინა.
სალომეს გამოჩენა გამომწერებს ძალიან გაუხარდათ და დადებითმა კომენტარებმაც არ დააყოვნა. მოცეკვავემ ვიდეოს ნაწილი პირად გვერდზეც გამოაქვეყნა, შემდეგი აღწერით: "იხილეთ კლიპის მონაკვეთი. სიყვარულის ადამიანი ხარ."