ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის საზოგადოებამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. ქეთი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე რჩეულთან, „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით კაჭარავასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან.
ამჯერად ქეთი საკუთარ „ინსტაგრამ სთორიში“ დავით კაჭარავასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წყვილი ერთად ვარჯიშობს. როგორც ჩანს, მათთვის ვარჯიში სახალისო პროცესია და სპორტდარბაზში დროს ერთად სასიამოვნოდ ატარებენ.
ქეთის და დავითს სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კეთილ სურვილებსა და კომპლიმენტებს წყვილის მიმართ არასდროს იშურებენ.