თიკა ფაცაცია ყველასთვის ცნობილი და ბევრისთვი საყვარელი ტელესახეა. ის ხშირად ჩანს ეკრანებზე და, გარდა, ამისა, გულშემატკივრებს სოციალურ ქსელშიც ყოველდღიურად უზიარებს საკუთარ ფოტოებსა და ვიდოებს. თიკა ხშირად აძლევს ქალებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებსაც.
ამჯერად თიკა ფაცაცია „ინსტაგრამ სთორის“ საშუალებით მასზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამბავი მისი ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია: „დილამშვიდობისა! ჩემი დილა გათენდა ისე, რომ მიგდებენ ერთი უპასუხისმგებლო გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის „სქრინებს“, რომ მე ვარ ორსულად და, რაც მთავარია, სულ მთლად რომ გაგიხარდეთ თქვენც და მეც, გოგოზე. ჩემი ნაცნობების ნაწილმაც კი მომწერა, რას მიმალავდიო. ასე მარტივად ვრცელდება დეზინფორმაცია“ - ამბობს თიკა.
თიკა ფაცაციამ გუშინ მანქანაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის შვილის ხატვის წრიდან გამოსვლას ელოდებოდა. თიკამ ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა: „ბავშვს როცა ელოდები. ორსულად არ ვარ“. ტელეწამყვანი მასზე გავრცელებულ ჭორს სწორედ ამ ფოტოს უკავშირებს: „მიწევს განცხადების გაკეთება, რომ არ ვარ ორსულად“ - ამბობს თიკა ფაცაცია ვიდეოში.