33 წლის ამერიკელმა მომღერალი რიანა იტალიური VOGUE-ს ივნისის ყდაზე ვალენტინოს კაბით გამოჩნდა.
იტალიური გამოცემის დევიზი „გააკეთე ყველაფერი თავად“ რიანამ საკუთარ თავზე მოირგო და სამოსიც თავად აარჩია.
მომღერალმა VOGUE-სთვის საკუთარი ბრენდის, Savage x Fenty თეთრეულითაც იპოზიორა.
"გადასაღებ მოედანზე რიანამ ერთდროულად ითამაშა მხატვარი და მუზა, დამკვირვებელი და დაკვირვებული, რეჟისორი და პერსონაჟი, ჩაატარა ექსპერიმენტები, ხელოვანის ორი პოზიციიდან" - ნათქვამია რიანას ფოტოების აღწერაში იტალიური VOGUE-ს გვერდზე.
რიანას ფოტოები თავად მომღერალმა და იტალიურმა გამოცემამ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს: