"უნდა შევიყვაროთ ის, რასაც სარკე აირეკლავს" - მარიამ სანოგოს ცეცხლოვანი ფოტოსესია (ფოტო/ვიდეო)

 "უნდა შევიყვაროთ ის, რასაც სარკე აირეკლავს" - მარიამ სანოგოს ცეცხლოვანი ფოტოსესია (ფოტო/ვიდეო)
მომხიბლავი მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიური და პოპულარულია.
მარიამი ეტაპობრივად გვთავაზობს ახალ, მშვენიერ ფოტოებს, რასაც ყოველთვის ბევრი მოწონება აქვს.

ცოტა ხნის წინ მან ახალი ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა. ვიდეო ატარებს იდეას, რომ ყველა ქალი მშვენიერია. 

"ყოველი ეპოქა, ყოველი კულტურა სილამაზის თავისებურ ნორმებს ადგენს.

ნორმები კი ჩვენში ყველაზე მთავარს - ინდივიდუალიზმს ახშობს.

რატომ უნდა გამოვამწყვდიოთ ესოდენ ეფემერული პირობითობის ჩარჩოებში ქალი.

სარკეც კი არ ირეკლავს ზედაპირულად. ის გვაჩვენებს ჩვენს ქანდაკებას ჩვენივე შეხედულებით.

სარკის მისტიკას
კი, ჩვენი თანამონაწილეობით, სულიერი პეიზაჟის გადაშლაც შეუძლია, რომელიც ყველა ადამიანში იმალება. ჩვენ მხოლოდ უნდა მივიღოთ მოცემული და შევიყვაროთ ის, რასაც სარკე აირეკლავს." - წერს მარიამი.

მარიამის სტილი ბევრ გოგონას მოსწონს და ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც მისი მიმდევრები არიან.
გთავაზობთ მის ახალ, ცეცხლოვან ფოტოებს, რომელთა მიმართაც გულგრილი ვერ დარჩებით.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93