მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი ცოტა ხნის წინ სოციალურ სივრცეში შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. მან თმის საკუთარი ფერი დაიბრუნა და როგორც თავად ამბობს, ამან ნაკვთებიც სხვანაირად წარმოაჩინა.
ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას მოცეკვავე ჰყვება, რომ ბევრ შეკითხვას იღებს პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შესახებ, რაზეც ყოველთვის ეცინება.
"ჩემს სტილისტთან ერთად ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე. მედიაში დაწერეს, რომ სახეზე პლასტიკური ოპერაციები გავიკეთე. შემდეგ სტილისტს ვუთხარი, პლასტიკური ქირურგიც ხომ არ ხარ-მეთქი?!
თმის ამ ფერმა ნაკვთები სხვაგვარად გამომიკვეთა, ბევრს კი ეგონა, რომ პლასტიკური ოპერაციები გავიკეთე. ამის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ მე მხოლოდ თმის ფერი და სიგრძე შევიცვალე. ჯერჯერობით პლასტიკური ჩარევა არ დამჭირვებია", - აღნიშნავს ჯულიანა.
მისივე თქმით, ეს ცვლილებებიც პანდემიამ მოიტანა და სხვა დროს ასეთი ნაბიჯი მისთვის საშიში იქნებოდა.
"პანდემია რომ არა, ასეთ რადიკალურ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებდი“, - ამბობს მოცეკვავე ინტერვიუში.