ტიმურ იუნოსოვი, იგივე ტიმატი - ეს სახელი ადამიანებისთვის უკვე რა ხანია ცნობილია.
მის პირად ცხოვრებას უამრავი სკანდალი უკავშირდება, რაც ყოფილ ცოლებს ეხება.
თუმცა ამჯერად უნდა განვიხილოთ ერთ-ერთი შოუ, რომელმაც მაყურებლების მხრიდან დიდი ინტერესი და ამავე დროს, აგრესიაც გამოიწვია.
შოუს სახელი გახლდათ „Холостяк“. აღსანიშნავია, რომ ამ ტელეპროგრამას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა.
ტიმატის გულის მოსაგებად უამრავი ქალბატონი იბრძოდა. მათ შორის კი იყო კატია საფაროვა, რომელმაც გაიმარჯვა.
„ტიმატის და კატიას თვალები უკვე ანთებული ჰქონდათ“ - წერდნენ სოციალურ ქსელში, როდესაც შოუს მცირე ნაწყვეტი გამოჩნდა ინტერნეტში, რომელიც ეკრანზე არ იყო ნაჩვენები. პროექტის ოფიციალურმა "ინსტაგრამმა" ტიმატისა და ეკატერინა საფაროვას შორის არსებული რომანტიკული დიალოგი გამოაქვეყნა, რომელიც ვარდების ერთ-ერთი ცერემონიალის დროს ტარდება. ტიმატი მონაწილე ქალბატონებს ვარდებს გადასცემდა და პარალელურად ესაუბრებოდა.
თაყვანისმცემლების თქმით, რეპერი მაშინაც დარწმუნებული იყო თავის არჩევანში.
”ძალიან ლამაზი წყვილია. ტიმატიმ, როგორც იქნა, თავისი სიმაღლის შესაფერისი ქალი აირჩია".
"მიუხედავად იმისა, რომ რეშეტოვაც მომწონს, კატია უფრო გულწრფელად გამოიყურება” - წერენ პროექტის თაყვანისმცემლები.
გადაცემის გადაღების შემდეგ ტიმატის და კატიას დიდხანს მოუწიათ ურთიერთობის დამალვა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, თაყვანისმცემლები განიხილავდნენ რეპერის შესაძლო რომანს ხსენებული შოუს კიდევ ერთ ვარსკვლავთან - მარია ვებერთან და ასევე განიხილავდნენ დაბრუნების შანსსაც - ანასტასია რეშეტოვასთან, რომელთანაც რეპერი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა და შვილიც ჰყავს.
როგორც ამბობენ, კატიასა და ტიმატის წყვილმა გაუძლო ამ ტესტს და ისინი ერთად მივიდნენ MUZ-TV-ის ბოლოდროინდელ დაჯილდოებაზე.
იქამდე კი საფაროვამ გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც აღნიშნავს, რომ შოუში მოხვედრა მისი დის დამსახურებაა.
ამბობს, რომ დამ დაურეკა და ჰკითხა, რას ფიქრობდა რეპერ ტიმატიზე, რაზეც კატიამ უპასუხა: "რა ვიცი, საყვარლად მღერის." აქვე კატიამ აღნიშნა ისიც, რომ მისი და ტიმატის შეხვედრა სხვა შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან კატია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სპეციალურად შოუს გამო ესტუმრა რუსეთს.
"ინსტაგრამზე" გამოჩნდა შემდეგი კომენტარებიც: „ახლა ამ გოგოსაც გააჩენინებს ბავშვს და მალევე მიატოვებს წინამორბედებივით“, „თავიდან ყველანი ანგელოზები ვართ, მაგრამ ბოლოს რა იქნება, საკითხავია“, „რეშეტოვა ოჯახურ ფოტოებზე ყოველთვის არაგულწრფელად გამოიყურებოდა და თავს არეკლამებდა“.
გამომწერებს ისევ ბევრი კითხვა დარჩათ, რადგან ტიმატის და რეშეტოვას საერთო ფოტოები "ინსტაგრამზე" ისევ აქვთ და არ წაუშლიათ. სწორედ ამიტომ, გაჟღერდა ვერსიაც, რომ შეიძლება მათი დაშორება ტყუილია.
ასეა თუ ისე, ტიმატის ყოფილმა მეუღლემ სიმღერა დაიწყო და ახალი კლიპიც შემოგვთავაზა.
მას ბევრი ადამიანი ამხნევებს, თუმცა აკრიტიკებენ კიდეც, რადგან კლიპში კონკრეტული ბრენდების რეკლამაა ჩამალული.
ამ მხრივ გამონაკლისი არც ტიმატია, რადგან მის ახალ კლიპებშიც იხილავთ სასმლის და ამა თუ იმ პროდუქტის რეკლამას.
სოციალურ ქსელში პროექტის გამარჯვებულმა კატერინა საფაროვამ აღიარა, რომ ახლა ნამდვილად ბედნიერია ტიმატის გვერდით.
მაგრამ ვარსკვლავები არ აპირებენ თავიანთი რომანის რეკლამირებას. მათი აზრით, თაყვანისმცემლებს ტელევიზორში უკვე ძალიან ბევრი აქვთ ნანახი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>