რობერტ პატინსონი, ჯუდ ლოუ, ჯასტინ ტიმბერლეიკი, სილი - ამ სიმპათიურ მამაკაცებს ღალატის გადატანა მოუწიათ. ვის მიანიჭეს უპირატესობა მათმა საცოლეებმა?
რობერტ პატინსონი
კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ერთმანეთს "ბინდის" გადაღებებზე შეხვდნენ და მათი კინორომანი სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდა. ეკრანული წყვილის გრძნობებმა მალე გადაინაცვლა რეალობაში და 2009 წლის ნოემბერში წყვილმა საჯაროდ აღიარა ურთიერთობის შესახებ.
მათი ურთიერთობა 4 წელიწადს გრძელდებოდა, წყვილი კი უკვე ქორწილის სამზადისში იყო... 2012 წლის ივლისში გავრცელდა ფოტოები, სადაც კრისტენი კოცნიდა რეჟისორ რუპერტ სანდერსონს.
რობერტი და კრისტენი 2 თვის განმავლობაში აღარ ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. მსახიობი ნანობდა თავის წამიერ გატაცებას. შესაბამისად, სტრესმა ის საკმაოდ გაახდუნა და შედეგად სამკურნალოც გახდა. შემოდგომაზე პატინსონმა აპატია საცოლეს ღალატი, თუმცა ურთიერთობის თავიდან დაწყება აღარ მოისურვა. ამჟამად არცერთი მათგანი არ ურთიერთობს ერთმანეთთან და არც მათ შორის მომხდარზე საუბრობენ.
ჯუდ ლოუ
ჯუდ ლოუსა და სიენნა მილერის ურთიერთობა ნამდვილად ამერიკულ მთებს გვაგონებდა. ზოგჯერ წყვილი ქორწინების თაობაზე აქვეყნებდა ინფორმაციას, ზოგჯერ შორდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ თავიდან უტყდებოდნენ ერთმანეთს სიყვარულში, ხოლო მერე ღალატის შესახებ საუბრობდნენ.
ბოლო პუნქტი გამართლდა და ჯუდი გამოიჭირეს თავისი შვილების ძიძასთან რომანში, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. თუმცა სიენნამაც არ დაუთმო საყვარელ მამაკაცს და ბალზატარ გეტისთან უღალატა, რომელიც მსახიობი და ნავთობის იმპერიის მემკვიდრეა. ბალზატარი დაოჯახებული იყო და მისი ცოლი მეოთხე შვილზე იყო ორსულად, თუმცა სიენნასთვის ეს სულაც არ აღმოჩნდა წინაღობა.
10 თვის შემდეგ მსახიობი მიხვდა თავის შეცდომას, მიატოვა სიენნა და, რა თქმა უნდა, დაუბრუნდა ოჯახს. თუმცა ქერა ლამაზმანის პატიება ადვილად შეძლო ჯუდ ლოუმ და განაგრძეს ურთიერთობა, რომელმაც გასტანა კიდევ 2 წელიწადს, ხოლო 2011 წელს წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი
2002 წელს ჯასტინმა დაადანაშაულა ბრიტნი სპირსი ღალატში მის ქორეოგრაფ ვეიდ რობსონთან. ხოლო თავისი იმედგაცრუება პოპულარულ სიმღერაში - cry me a river-ში გადმოსცა, სადაც ბრიტნის ფოტოც ჩანს კედელზე. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქორეოგრაფმა ვეიდმა აღიარა ინტერვიუს დროს ბრიტნისთან რომანის თაობაზე ჯასტინთან ურთიერთობის პერიოდში. იხილეთ სრულად