44 წლის ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა Twitter-ზე ყოფილი ცოლი კიმ კარდაშიანი და მისი დები ამოშალა. უცხოური მედიის გადმოცემით, უცნობია, რეპერმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი დაბადების დღის შემდეგ მიიღო თუ იქამდე, რადგან კარდაშიანებმა მას იუბილე თბილად მიულოცეს, რასაც არავინ ელოდა.
ვესტი ამჟამად კარდაშიანებიდან მხოლოდ კიმს ადევნებს თვალს, რადგან ის მისი ოთხი შვილის დედაა. თუმცა უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, რადგან რეპერმა
ურთიერთობა დაიწყო მოდელ ირინა შეიკთან.
ცნობისთვის, წყვილი წინა კვირაში საფრანგეთში რომანტიკული მოგზაურობით იმყოფებოდა და რეპერმა საკუთარი დაბადების დღე მხოლოდ ირინასთან ერთად აღნიშნა.
კიმი ირინასა და კანიეს რომანს ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის მთავარია კანიეს ბედნიერება და ჯანმრთელობა.
"კიმი კარგად არის", - თქვა ინსაიდერმა და აღნიშნა, რომ ის კონცენტრირებულია სწავლასა და ბავშვებზე.