48 წლის ბენ აფლეკი და 51 წლის ჯენიფერ ლოპესი ვნებიანი კოცნის დროს დააფიქსირეს. პაპარაცებმა საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ისინი ნამდვილად შერიგდნენ.
წყვილი კალიფორნიაში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიღეს, სადაც მოგვიანებით წყვილის შვილებიც გამოჩნდნენ. ბენიფერი საზოგადოებაში შვილებთან ერთად უკვე თამამად ჩნდება.
ცოტა ხნის წინ ჯეილოს დედამაც დაადასტურა მისი შვილისა და ყოფილი ქმრის რომანი.
ბენიფერის გულშემატკივრები ახალი კადრებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და წყვილის ვიდეო უკვე მოედო სოციალურ ქსელებს.
"როგორც იქნა", "ბედნიერები იყავით" - სწერენ წყვილს გულშემატკივრები.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>