ტელესახე და მომღერალი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ბაბი სხვადასხვა ლუქით იღებს სურათებს და გულშემატკივრებიც დადებით კომენტარებს არ იშურებენ.
მომღერალმა ცოტა ხნის წინ საკუთარ გამომწერებს ბედნიერი კვირა უსურვა და წითელი კაბით ფოტოები გამოაქვეყნა. აღნიშნულმა "ლუქმა" გულშემატკივრებში აღფრთოვანება გამოიწვია. "ანათებ ბაბი", "მზე გოგო ხარ", - სწერენ ტელესახეს კომენტარებში.
ბაბიმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ შეყვარებულია, თუმცა მომღერალი ჯერჯერობით მეორე ნახევრის გამოჩენისგან თავს იკავებს.
ის სოციალურ ქსელში მხოლოდ პირად ფოტოებს აზიარებს და საზოგადოებისთვის უცნობია, თუ ვინ არის მისი შეყვარებული.