მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა და მსახიობმა ჯესიკა ბილიმ საიდუმლო გაამხილეს და საზოგადოებას მეორე შვილი გააცნეს. ჰოლივუდი ვარსკვლავური წყვილის ამ საოცარ ამბავს არ ელოდა. ჯესიკამ და ჯასტინმა შვილის დაბადება თვეები საიდუმლოდ შეინახეს და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს.
რამდენიმე დღის წინ 39 წლის მსახიობმა მეორე შვილზე, მშობიარობასა და კოვიდსიტუაციაზე გულწრფელად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილის, ფინეასის საიდუმლოდ შენახვას არც ის და არც ჯასტინი არ აპირებდნენ.
"მე მყავს საიდუმლო, კოვიდბავშვი, თუ შეიძლება ამ ამბავს ასე ეწოდოს" - თქვა მსახიობმა ინტერვიუში.
"ეს ამბავი საიდუმლოდ უნდა შენახულიყო. მსოფლიოში ჩვეულებრივი სიტუაცია არ ტრიალებდა. მე გავაჩინე ბავშვი და მშობლებთან მონტანაში წავედი. დიდი ხანი იქ გავატარე, უკან არ ვბრუნდებოდი" - ამბობს ჯესიკა ბილი.
მსახიობის თქმით, კორონავირუსის გამო მშობიარობამდე შიშები ჰქონდა, არ უნდოდა პალატაში ჯასტინის გარეშე ყოფილიყო, არც ასეთ სიტუაციაში სურდა შვილის გაჩენა.
"იყო მომენტი, როდესაც სამშობიაროში არავის უშვებდნენ. ამაზე ნამდვილად ვინერვიულე, მეშინოდა მარტო მარტოობის და ჯასტინის გარეშე ამ რთული პერიოდის გავლის. იქ სულ მარტოს ნამდვილად შემეშინდებოდა" - აღნიშნა ჯესიკამ ინტერვიუში.
მსახიობ ჯესიკა ბილისა და მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკს ივნისში მეორე შვილი ფინეასი შეეძინათ. წყვილს 6 წლის ბიჭი სილასიც ჰყავს. მათი სიახლე წყვილის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მსახიობმა მთელი ეს პერიოდი ორსულობა და შვილის დაბადება საიდუმლოდ შეინახა, ისე, რომ პაპარაცებმა ჯესიკა ვერსად გამოიჭირეს.
როდესაც ბილიმ იმშობიარა, 6 თვის შემდეგ ელენ დეჯენერესის შოუში მისულმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა პირველად აღიარა მეორე შვილის არსებობდა. მისი თქმით, პატარა გასაოცარია, თუმცა მის გამო ღამე არ სძინავთ. ცოტა გაუგებარია წყვილის გადაწყვეტილება, დამალული მშობიარობა და არეული ფაქტები პანდემიური ქაოსის დროს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>