29 წლის მომღერალი და მსახიობი ნინო ნინიძე, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტსა და ფოტოსესიაში, სადაც საკუთარი თავის გამოხატვას კარგად ახერხებს.
ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობის - ია ნინიძის ქალიშვილს უკვე რა ხანია იცნობს ფართო საზოგადოება.
ნინო ნინიძემ მუსიკალურ კლიპებშიც მოსინჯა ძალები, რაც შესანიშნავად გამოუვიდა.
მისი არტისტული მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ რუს მომღერლებს, რომლებმაც ის საკუთარ კლიპებში გადაიღეს.
მომხიბლავი ქალი რუსულ პოპულარულ კინოსტუდიებთან თანამშრომლობს და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, ალექსანდრე მიხაილოვის კლასში პირველივე ცდაზე მოხვდა.
2010 წელს ეპიზოდური როლი მისცეს ერთ-ერთ რუსულ კომედიურ ფილმში და სწორედ აქედან იწყება მისი სამსახიობო კარიერა.
მალევე მთავარი როლი მიიღო ისეთი რეჟისორების ფილმებში, როგორებიც არიან: მურად იბრამიბეკოვი, ჯაფარ ახუნზადე და სხვები.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს და აქტიურობითაც გამოირჩევა.
გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს და მის სტილს ბევრი ადამიანი დადებითად აფასებს. ნინოს შესახებ ხშირად იხილავთ სხვადასხვა სახის სტატიასაც.
- „ოჯახის შექმნას არ ვჩქარობ, იმიტომ კი არა, რომ კარიერისტი ვარ, უბრალოდ, ძალიან მინდა, ერთხელ გავთხოვდე და სამუდამოდ" - წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ნინიძე პირად ცხოვრებაზე ასე საუბრობდა. ნინოს პირველ მეუღლესთან ურთიერთობის დასრულება მოუწია. პირველი ქორწინებიდან მას შესანიშნავი ვაჟი ჰყავს.
ახლა უკვე ბედნიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი აქვს, რომლითაც ამაყობს.
ისე მოხდა, რომ მისი მეორე ნახევარიც მსახიობია. ნინო რუსეთში ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობის, მაქსიმ ვიტორგანის რჩეულია.
წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. იხილეთ მათი ფოტოები.
დაბოლოს, გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ნინო ასრულებს სიმღერას: Creep...
ვიდეო ნინოს რჩეულმა პირად გვერდზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისით აღფრთოვანებულია.