მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. მას „ინსტაგრამზე“ 192 ათასი გამომწერი ჰყავს და მათ ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობასა და რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით. მოდელის თამამი და ორიგინალური ფოტოები კი ყოველთვის უამრავ კომენტარს იმსახურებს.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ ცნობილ ქართულ სიმღერას ასრულებდა. გადაცემა „ქალების“ წამყვანმა თეონა ლეჟავამ კი ალექსანდრას სახალისო პაროდია გააკეთა. ვიდეო ალექსანდრე პაიჭაძემაც გააზიარა და მას „ინსტაგრამზე“ გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრა პაიჭაძეს გულშემატკივრები ხშირად უსვამენ კითხვებს, მოდელი პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არ საუბრობს. „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით მან იმ ქალებს მიმართა, რომლებიც ამ თემით განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი: „ჩემზე ჭორაობას რომ შეწყვეტთ, აი, მანდ გავთავდები! არ გაჩერდეთ-მეთქი, ადრე გეტყოდით, მაგრამ მესმის თქვენი უბედური ცხოვრების და უსაქმოდ, უფუნქციოდ არსებობის მიზეზებიც ვიცი, ძალიან ახლოს მყავხართ გარშემო. მე გიგზავნით სიყვარულს იმ აუხდენელი სურვილებისა და ოცნებების საკომპენსაციოდ, რაც გულში გაქვთ, ქალებო, რამაც ამდენი ინტერესი, შური და ბოღმა გამოიწვია სხვა „მხიარული ქალის“ ყურებაში. ამ სამყაროსთვის ძვირფასები ხართ და გვიანი არც ახლაა, ისე შეცვალოთ ცხოვრება, რომ ჩემსაში არ ისხდეთ 24 საათის განმავლობაში. ნებისმიერ დროს მზად ვარ, დაგეხმაროთ“, - წერს ალექსანდრა.