ამირან გამყრელიძის აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მსოფლიოს საოპერო მუსიკის ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ ივერი.
"ჯობია, თქვენს ოჯახში იმბრძანებლეთ ბატონო ამირან! ულტიმატუმების ენით საუბარს პოლიტიკოსებს არ პატიობს ხალხი, არამცთუ "დოხტურებს"!!!" - წერს ივერი.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრან, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს. ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გაკეთებაში დაეხმარებიან.
ამის შესახებ მან 15 ივნისს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს ამაზე ვიმსჯელეთ და ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რათა შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებს, სწავლა რომ დაიწყება, ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტებში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის, ასევე საჯარო დაწესებულებები შვებულების შემდეგ და ა.შ. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ და ამასთანავე, ყველა, ტელევიზია უნდა გახდეს უსაფრთხო. ამიტომ, როცა ვაქცინა გვექნება, აიცერით ყველა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
იხილეთ სრულად