მომღერალი ნუცა ბუზალაძე ახალ ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ნუცას სადა შავი სამოსი და მკვეთრი მაკიაჟი აქვს არჩეული. 22 წლის მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება, ახალი იმიჯი და თამამი სამოსი ნუცას ძალიან უხდება.
"ვაფრენ ამ ფოტოებზე და შენზე ხო საერთოდ" - უწერენ ბუზალაძეს კომენტარებში.
22 წლის ნუცა ბუზალაძე დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული მომღერალია. ნუცა ხშირად საზღვარგარეთ კონკურსებში იღებს მონაწილეობას და თავის კარიერულ წინსვლაზე ყოველთვის ფიქრობს. ნუცა ჯანსაღი ცხოვრების მიდევარია, ყოველდღე ვარჯიშობს, სწორად იკვებება და შედეგიც სახეზეა, მომღერალი იდეალურ ფორმაშია.
ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნუცას ახალმა იმიჯმა ხალხის მოწონება დაიმსახურა.
"გამარჯვებული არის მეოცნებე, რომელიც არასდროს ნებდება" - წერს ნუცა ერთ-ერთ ფოტოზე.