პრინცი ჩარლზი მეფედ კურთხევის შემდეგ, ჰარის ვაჟის არჩის სამეფო ტახტის ხაზიდან შეწყვეტას გეგმავს, - ეს ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში ვრცელდება.
ექსპერტების აზრით, სამეფო კარის წევრებს საუბარი ჰქონდათ არჩის კანის ფერის შესახებ. ბრიტანეთში საუბრობენ, რომ ჩარლზის გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა.
ბაბუის გეგმის მიხედვით, არჩი ვერასდროს გახდება პრინცი. მხოლოდ ტახტის მემკვიდრეები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები მიიღებენ სრულ ტიტულებს, ფინანსურ და პოლიციურ დახმარებას, რომელიც დაფინანსებულია გადასახადების გადამხდელების მიერ.
Daily Mail იტყობინება, რომ პრინცი ჩარლზი ცდილობს შეამციროს ტახტის მემკვიდრეების რიცხვი, რადგან სურს, რომ მონარქებისთვის ნაკლები ფული დახარჯოს.
როგორც ცნობილია, ჩარლზმა უთხრა ჰარის, რომ საჭირო დოკუმენტებს შეცვლის, რათა არჩიმ მემკვიდრეობითი წოდება ვერ მიიღოს. ჰარის და მეგანს უთხრეს, რომ არჩი არასოდეს იქნებოდა პრინცი, მაშინაც კი როცა ჩარლზი გამეფდებოდა.
როგორც ცნობილია, ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა ჰარისა და მეგანისთვის, რის გამოც მათ შეიცვალეს საცხოვრებელი და გადავიდნენ აშშ-ში.
ჩარლზი და მისი უმცროსი ძმა პრინცი ენდრიუ, ეწინააღმდეგებოდნენ ფაქტს, რომ პრინცესებს - ბეატრისსა და ევგენიას მიეღოთ უსაფრთხოების სამსახურის მომსახურეობა.
ცნობისთვის, არჩი ამჟამად ტახტის რიგში მეშვიდე ადგილზეა.