"54 წლის ვარ და საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. ეს არ არის სამაგალითო - ჩემგან ნუ აიღებთ მაგალითს" - ია ფარულავა

"54 წლის ვარ და საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. ეს არ არის სამაგალითო - ჩემგან ნუ აიღებთ მაგალითს" - ია ფარულავა
მსახიობმა ია ფარულავამ გადაცემაში "ნოესთან" ბევრ პირად თემაზე ისაუბრა, მათ შორის, 4 ქმარზეც. რა თქმა უნდა, გაიხსენა პირველი ქორწინება, რომლის დროსაც ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე, ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ არ გააჩინა შვილი:

"მე უშვილო ქალი ვარ. უშვილობის მიზეზი ვერ დავადგინეთ. არასდროს გამიკეთებია აბორტი, მიუხედავად ჩემი მრავალფეროვანი ქმრებისა და ბოიფრენდებისა.

ეს ღმერთის ნება და სურვილია. იყო სხვადასხვა მცდელობა, მაგრამ არ გამოვიდა. ვფიქრობ, როცა რაღაც არ გამოდის, თავი უნდა დაანებო. 54 წლის ვარ და საერთოდ არ ვნანობ,
რომ შვილი არ მყავს. ეს არ არის სამაგალითო, ჩემგან ნუ აიღებთ მაგალითს, მაგრამ ასეა. კიდევ კარგი, ხალხი დამშვიდდა და აღარ მთხოვენ შვილის გაჩენას. მე თავად ვზრდი ჩემში პატარა გოგოს. ამიტომაც, ტარიელის ენერგეტიკა, ჩემი სამი კატა და სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ, ძალიან ძვირფასია. შეგიძლიათ, ეგოისტი დამარქვათ, მაგრამ კარგად ვარ."

იხილეთ სრულად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93