საქართველო ლამაზი ქალბატონების სიმრავლით ყოველთვის გამოირჩეოდა და დღემდე გამოირჩევა. რთულია გაარჩიო, რომელია უკეთესი, უფრო ლამაზი და მშვენიერი. ამჯერად იმ ქართველ ბებიებზე უნდა გესაუბროთ, რომლებმაც თავიანთი სილამაზით სოციალური ქსელები დაიპყრეს. ნახეთ, ტოპ 5 ახალგაზრდა და მომხიბვლელი ბებია საქართველოში
ლიკა შენგელია
მოდელი ქეთი ჟღენტის დედას სოციალურ ქსელში ერთხელ მაინც შეხვდებით. ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია დღეს 5 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებიაა. ლიკა საოცარ ფორმაშია, შვილებს ზრდის, ბებიის როლსაც ირგებს და მუდამ შეუდარებლად გამოიყურება.
ყოფილი მოდელი "ინსტაგრამზე" თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს აზიარებს ხოლმე, როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ლიკას თავის მოვლა, შოფინგი და სპორტი უყვარს, ამავდროულად პატარა ბიჭებზე ზრუნავს და არც შვილიშვილებს ტოვებს უყურადღებოდ.
ახალგაზრდა ბებიას კარგი ურთიერთობა აქვს შვილებთან და შვილიშვილებთან. ის და ქეთი პანდემიის პერიოდს კაჭრეთის ამბასადორში ერთად ატარებდნენ.
მაკა ასათიანი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი მაკა ასათიანი ახალგაზრდა და მომხიბვლელი ბებიების ტოპ ხუთეულში უდაოდ უნდა მოხვდეს. ულამაზესი დიზაინერი უკვე რამდენიმე თვეა პატარა ლეას ბებიაა. მაკას უფროს ვაჟს კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილს ულამაზსესი გოგონა ჰყავთ, რომელიც ქართველ ხალხში ბებიაზე არანაკლებ პოპულარულია.
აღსანიშნავია, რომ უმშვენიერესი მაკა საოცარ ფორმაშია. ყოველთვის სტილურ სამოსს არჩევს და თავსაც გამორჩეულად უვლის. მაკა საზოგადოების ყურადღებას იქცევს, მისი ეფექტური ჩაცმის სტილი ბევრისთვის მისაბაძია.
ლიკა კვარაცხელია
ტოპ ხუთეულის მესამე ადგილს ყოფილი მოდელი და ახლა უკვე ერთი შვილიშვილის ბებია ლიკა კვარაცხელია იკავებს. მოდელი ანა შელიას უმშვენიერესი დედა სოციალურ ქსელში აქტიურია, ლიკა რამდენიმე თვეა ბებია გახდა და შვილიშვილთან გადაღებული სურათები უკვე "ინსტაგრამზეც" გამოაქვეყნა.
ლიკას კარგად გამოსდის კულინარია, შესანიშნავი სტილი აქვს და მუდამ ფორმაში ყოფნასაც ახერხებს.
ახალგაზრდა ბებია ელის პირველად რამდენიმე კვირის წინ შეხვდა. მოდელი ანა შელია, მეუღლესთან, ლაშა ლომიძესთან ერთად მცირე პერიოდი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ანამ ლიკას და ელის შეხვედრის თბილი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
თეა დემურიშვილი
მომღერალი ანდრია გველესიანის დედას თეა დემურიშვილს ქართველი მსმენელი ოპერის დიდი სცენიდან იცნობს. ხუჭუჭთმიანი მომხიბვლელი ქალბატონი სულ ერთი თვეა რაც ბებია გახდა. ანდრია გველესიანს და მსახიობ მაიკო ვაწაძეს პატარა ბიჭი ალექსანდრე, სანი შეეძინათ.
თეამ შვილიშვილთან გადაღებული სურათები უკვე გამოაქვეყნა. როგორც "ინსტაგრამიდან" ჩანს ახალგაზრდა ბებიას და ოპერის მომღერალს კარგი ურთიერთობა აქვს მაიკოსთან, თეა შვილის ოჯახს ხშირად სტუმრობს.
ეკატერინე სეთურიძე
მოდელი თამო ვაშალომიძის დედამთილი ეკატერინე სეთურიძეც ახალგაზრდა და მომხიბვლელი ბებიაა, რომელიც ხალხმა ცოტახნის წინ, ტელეკრანებიდან გაიცნო. თამო ვაშალომიძესა და აკა სამხარაძეს რამდენიმე თვეა პატარა ბიჭი - მაქსიმე შეეძინათ, ახალგაზრდა ბებია კი შვილიშვილის აღზრდაში მონაწილეობას იღებს.
როგორც ტელეკრანებიდან შევიტყვეთ, თამოს კარი ურთიერთობა აქვს ეკატერინესთან. ახალგაზრდა ბებია კარგ ფორმაშია და ლამაზი, მომხიბვლელი ბებიის ტიტულს ნამდვილად იმსახურებს.