ტელეწამყვანი და მოდელი სალომე ღვინიაშვილი ის მომხიბლავი ქალბატონია, რომელსაც მოგზაურობა ძალიან უყვარს.
სალომეს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ხშირად იხილავთ ფერად ფოტოებს და მიხვდებით, რომ რუჯის მიღება მისთვის დიდი ბედნიერებაა.
ზაფხულის სიცხეს ყველა სხვადასხვა გზით გაურბის. სალომემ გადაწყვიტა, საქართველოს ლამაზ კუთხეებში წასულიყო.
ცოტა ხნის წინ სალომე პალიასტომის ტბას და ნოქალაქევს ეწვია.
მისი იმიჯი გამომწერებს და არა მხოლოდ მათ, ყოველთვის ძალიან მოსწონთ.
ცხელი ზაფხულის მსგავსი აქტივობებით გაფერადება ნამდვილად მშვენიერი გამოსავალია.