მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მომხიბვლელმა ქალმა მონიკა ბელუჩიმ და ბევრისთვის საოცნებო მსახიობმა ვინსენტ კასელმა ერთად 14 წლის განმავლობაში იცხოვრეს და მათ ორი საერთო შვილი, დევა და ლეონი ჰყავთ. საბოლოოდ, 2013 წელს წყვილი მაინც დაშორდა. როგორც თავად განმარტავდნენ, მათთვის თავისუფლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახური იდილია.
ამის მიუხედავად, 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ 51 წლის ვინსენტმა 21 წლის მოდელ ტინა კუნაკზე იქორწინა. წყვილს შვილიც შეეძინა, რომელსაც ამაზონი დაარქვეს.
ვინსენტ კასელმა ცოტა ხნის წინ საკუთარ „ინსტაგრამზე“ ყოფილი ცოლისა და შვილის ფოტო გამოაქვეყნა, რასაც გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ყოფილ ცოლთან მხოლოდ ასეთი ურთიერთობა უნდა გქონდეს“, „დაუჯერებელია“, „რა ლამაზია იმის დანახვა, რომ შვილების დედას, დაშორების მიუხედავად, პატივს სცემენ. ეს ჩვენს დროში იშვიათია“ - წერენ კომენტარებში.