ლედი გაგა
ალბათ, ლედი გაგას ბისექსუალობა ბევრისთვის გასაკვირი არ იქნება, რადგან მომღერალს ისედაც ხმაურიანი პირადი ცხოვრება და კარიერა აქვს. ჯერ კიდევ 2009 წელს ბარბარა უოლტერსმა თოქ-შოუ The View-ში ჰკითხა ქალებთან სექსუალური გამოცდილების შესახებ. ”რა თქმა უნდა, დიახ, მსგავსი ურთიერთობა მეც მქონდა” - თქვა ლედი გაგამ. „პირადი ურთიერთობების დროს ჩემთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩემს მეგობრებს ჩემი არ ესმით. მათ ეშინიათ და ფიქრობენ, რომ ეს უცნაურია“, - აღნიშნავდა ის.
ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლიმ 2003 წელს Daily News-თან საუბრისას აღიარა, რომ ბისექსუალია: „იმედგაცრუებული ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ქალების მიმართ იგივე გრძნობები მქონდა, რასაც მამაკაცების მიმართ განვიცდიდი“ - ამბობდა ის. ანჯელინა დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა მოდელ ჯენი შიმიზუს, მაგრამ 2007 წელს ფრანგულ ჟურნალ Public-თან საუბრისას განმარტა, რომ ბრედ პიტთან შეხვედრის შემდეგ მის ცხოვრებაში ქალების ადგილი აღარაა.
დრიუ ბერიმორი
„მიყვარს თუ არა ქალები? რა თქმა უნდა, კი! მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ბისექსუალი ვარ“, - ამბობდა დრიუ 2003 წელს Contact Music-თან ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, დრიუ მამაკაცებთან მრავალფეროვანი ურთიერთობებით გამოირჩევა. ის სამჯერ იყო დაქორწინებული და ორი ქალიშვილი ჰყავს.
ჯილიან ანდერსონი
FBI-ს აგენტის როლის შემსრულებელი დანა სკალი ორჯერ იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს. ამასთან, 2012 წელს მან გულწრფელად განუცხადა ჟურნალ Out-ს: „მე ბისექსუალი ვარ და ახალგაზრდობაში ბევრ გოგოსთან მქონია ურთიერთობა, თუმცა ამისთვის ახლა უკვე მოხუცი ვარ“.
მიშელ როდრიგესი
მიშელისა და სუპერმოდელ კარა დელავინის ურთიერთობა პაპარაცებმა გაამჟღავნეს და ამ ამბავს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „მე არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები, ჩემთვის მთავარია, ვიყო ის, ვინც ვარ და დავტკბე ცხოვრებით. არასდროს დამიმალავს, რომ ბისექსუალი ვარ და ამის არ მრცხვენია“ - ამბობს მიშელი.
კრისტენ სტიუარტი
საქმროსთან, რობერტ პატინსონთან მტკივნეული დაშორების შემდეგ კრისტენმა აღიარა, რომ ბისექსუალია. მან 2013 წელს მისსავე თანაშემწესთან, ალისია კარგილესთან დაიწყო შეხვედრა. ალისიასთან დაშორების შემდეგ ის ტეილორ ლოტნერისა და ნიკოლას ჰოლტისთან ერთად იყო, თუმცა ბოლოს კვლავ ალისიასთან დაბრუნდა. „ვეძებ პასუხს კითხვაზე, ვინ ვარ. ვგრძნობ ამ უცნაურ პასუხისმგებლობას, მაგრამ, ამავე დროს, არ ვიცი, როგორ ავხსნა ჩემი გრძნობები“ - ამბობდა კრისტენი.
ლინდსი ლოჰანი
ლინდსი ლოჰანმა დიჯეი სამანტა რონსონთან შეხვედრა დაიწყო 2008 წელს, მაგრამ წელიწად-ნახევრის შემდეგ ისინი დაშორდნენ და ეს ამბავი მედიაში სკანდალად იქცა. 2015 წლის ოქტომბრიდან ლოჰანი რუსი ბიზნესმენის შვილს, ეგორ ტარაბასოვს ხვდებოდა, თუმცა წელიწადნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ მასაც ხმაურიანად დაშორდა.
კარა დელავინი
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი მოდელი საკუთარ თავს ბისექსუალს უწოდებს, მას მამაკაცებთან გახმაურებული რომანი ჯერ არ ჰქონია. სულ ცოტა ხნის წინ ის მომღერალ ენი კლარკს დაშორდა. დაშორებიდან ძალიან მალე კარა კალიფორნიაში, მუსიკალურ ფესტივალზე, მოდელ ადოა აბოასთან ერთად წავიდა.