"რაც გუშინ ვნახე, იყო ჯოჯოხეთი და სრული სიგიჟე, სრული დაუცველობის განცდა მქონდა" - ამბობს მსახიობი და ტელესახე რუსკა მაყაშვილი "ფორმულას" გადაცემა "კომენტარში". მისი თქმით, ძალადობა უნდა დასრულდეს.
"სრული დაუცველობის შეგრძნება მქონდა გუშინ. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო რაღაც სიგიჟე. ქუჩაში ბავშვებს, ქალებს მისდევდნენ... დაუცველები იყვნენ ყველანი. მე რომ ცხვირზე პირსინგი მიკეთია, ამის გამო ქუჩაში ვერ უნდა გამოვიდე? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? რაც ვნახეთ, ნამდვილად მქონდა დაუცველობის შეგრძნება", - ამბობს რუსკა.