უკვე შუა ზაფხულია და გარდერობში ფერადმა სამოსმაც იმატა. ქართველმა ცნობილმა სახეებმა სეზონის შესაფერისი ორეულები, საცურაო კოსტიუმები, ფრიალა კაბები მოირგეს და უკვე სოციალური ქსელი ამ წლის ტრენდულმა ლუქებმა დაიკავა.
ყველასთვის საყვარელი უნიჭიერესი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფერადი სამოსის დიდი მოყვარულია, მომღერალს "ინსტაგრამზე" სეზონის შესაფერის ფერებში აწყობილ ლუქებში გადაღებული ბევრი ფოტო უდევს. ამ წელს ნუცამ არჩევანი სტაფილოსფერზე, ყვითელსა და თეთრზე შეაჩერა, მომღერალმა რუჯს სხვადასხვა ფერის კაბა თუ შორტი გემოვნებიანად შეუხამა.
რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ოჯახის ახალ ოთხფეხა მეგობართან ერთად ფოტო გამოაქვეყნა სადაც საოცარ ფორმაში იყო. ნუცას აბრეშუმის სადა, სტაფილოსფერი კაბა, ღია ფეხსაცმელი და ჩალის ჩანთა ჰქონდა არჩეული. მომღერალი კარგად გამოიყურებოდა.
არანაკლებ კარგად შეარჩია ნუცამ მეორე დღის ლუქიც, სადაც თეთრ პიჯაკსა და შარვალში შემოსილი ისევ ბუბუშკასთან ერთად გამოჩნდა ფოტოში.
ნუცას გარდერობის მსგავსად, დარჩენილ 2 თვეში შეგიძლიათ ფერადი სტილის სამოსი თამამად მოირგოთ, კაბები, ღია სანდლები და ჩალის ჩანთები 2021-ის მთავარი ტრენდებია, რომელსაც წელს ზღვის სანაპიროზე აუცილებლად შეხვდებით.
როგორც 2020-ში ასევე წელსაც მოდის სფეროში ტრიალებს ჭრელი და თხელი სარაფნები და მომღერალმა რამდენიმე დღის წინ, სწორედ ასეთ სარაფანში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. თუ მსოფლიოს მასშტაბით მოდის ბლოგერებსა და სტილის გურუებს დააკვირდებით ქუჩის ყოველდღიურ ჩაცმულობას ეს სარაფანი იდეალურად შეესაბამება.
ამ წელს ნუცას გარდერობის მსგავსად შეგიძლიათ მკვეთრი, ფოსფორის ან პასტელური ფერების სამოსიც თავისუფლად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე შეარჩიოთ.