"წინა ორი დღე ვიყავი ძალიან ცუდად... არც დღეს ვარ კარგად; გავიკეთე "სინოფარმის" ორი დოზა, მაგრამ დამიდასტურდა კორონა" - ლიზა ყენიას სახალისო ვიდეო თვითიზოლაციიდან

მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას "სინოფარმის" ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა, როცა ვირუსი გადაედო. მიუხედავად ამისა, ლიზა ჩვეულ ხალისსა და იუმორს მაინც ინარჩუნებს და ავადმყოფობის შესახებაც ხუმრობს: „კი გავიკეთე დვაინოი სინოფარმი მაგრამ ჰა... დამიდასტურდა კორო. ვინც გნახეთ, არ ინერვიულოთ აზრი არააქო ამბობენ” – წერს ლიზა.



მომღერალი აქტიურობას აგრძელებს „ინსტაგრამზეც“ და სახალისო ფილტრით გადაღებულ ვიდეოებს გამომწერებსაც უზიარებს: „მინდა გითხრათ, რომ წინა ორი დღე ვიყავი ძალიან ცუდად, შეიძლება, ეს არ ეტყობოდა
ჩემს „სთორებს“, მაგრამ მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. არც დღეს ვარ კარგად, მაგრამ წუთიერი გამონათებები მაქვს ხოლმე. 23 წლამდე ისე მოვედი, არ დამიწუწუნია და არც დავიწუწუნებ, მაგრამ ვინც ფიქრობთ, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია, ჩემი აზრით, დებილები ხართ. არ ვუსურვებ არავის“ - ამბობს ლიზა ვიდეოში.



როგორც ვიდეოდან ჩანს, ლიზამ ვირუსის გამო სუნისა და გემოს შეგრძნება დაკარგა, თუმცა ამის გამო არ წუხს და მეგობართან ერთად თვითიზოლაციას მაინც მხიარულად და ენერგიულად ატარებს.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93