"სხეულზე დახატული ნებისმიერი სახის კომპოზიცია გავლენას ახდენს ადამიანზე" - ლაშა ჩხაიძის საჭირო რჩევები ტატუს იდეაზე, მის სწორ მოვლასა და შენარჩუნებაზე

"სხეულზე დახატული ნებისმიერი სახის კომპოზიცია გავლენას ახდენს ადამიანზე" - ლაშა ჩხაიძის საჭირო რჩევები ტატუს იდეაზე, მის სწორ მოვლასა და შენარჩუნებაზე
საუკუნეების წინ სხეულზე დახატული ან დაწერილი ნებისმიერი რამ ცუდი, უარყოფითი იდეის მატარებელი იყო. შემდეგ სამყარო შეიცვალა, ხალხმა აზროვნების სხვა საფეხურებს მიაღწია და დღეს სვირინგი, იგივე ტატუ, ბევრისთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი გახდა. ტატუ ლამაზია, მაგრამ ამ სილამაზეს მოვლა და შენარჩუნება სჭირდება. არსებობს წესები, რომლებიც ნებისმიერმა ადამიანმა ტატუს გაკეთების შემდეგ უნდა დაიცვას მხოლოდ იმისთვის, რომ მისი არჩეული კომპოზიცია წლების შემდეგაც ისე გამოიყურებოდეს, როგორც დახატვის დღეს იყო ის. ტატუ-არტისტი ლაშა ჩხაიძე უკვე 8 წელია ამ პროფესიაშია, თავისი საქმე
ნამდვილად კარგად იცის და სოციალურ ქსელში გამომწერებისთვის რჩევები არაერთხელ გაუზიარებია. "ბომონდი" ლაშას თავის პროფესიაზე, ტატუს იდეასა და მის მოვლაზე ესაუბრა.

- რამდენი წელია ტატუ-არტისტი ხარ და როგორ მოხვდი ამ პროფესიაში?

- პროფესიით არქიტექტორი ვარ. 2010-13 წლებში საფრანგეთში ვსწავლობდი, როდესაც ერთ-ერთ ტატუ-სტუდიაში მივედი, მომეწონა და ამ პროფესიის უკეთ სწავლა დავიწყე. მაშინ თბილისში 2-3 ტატუ-არტისტი იყო. ყველაფერი ჩემით ვისწავლე და პირველი კომპოზიცია მეგობარს დავახატე. ამერიკული საიტიდან ჩინური აპარატი, საღებავები და სხვადასხვა აღჭურვილობა გამოვიწერე და "იუთუბით", სხვისი ვიდეოების დახმარებით ეს პროფესია სიღრმისეულად შევისწავლე. უკვე 8 წელია ტატუ-არტისტი ვარ.

- რომელი იყო შენი პირველი ტატუ სხეულზე?

- პირველი ტატუ ეგვიპტური ღმერთის, რას თვალი იყო, ხოლო სხვაზე გაკეთებული პირველი ტატუ წარწერა "LIFE GOES ON". იმ დროს ეს სიტყები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წლების შემდეგ პირველ ტატუს ვიშლიდი, დრო რომ გავიდა, აღარ მომეწონა და ახლა გაღიავებული, შედარებით ფერმკრთალია.



- შენთვის რას ნიშნავს ნახატი ან წარწერა ადამიანის სხეულზე?

- ნებისმიერი სახის კომპოზიცია, წარწერა იქნება თუ ნახატი, გავლენას ახდენს ადამიანზე. ტატუს შინაარსობრივი მატარებელი რაღაც ზეგავლენას ახდენს იმაზე, ვინც უნდა ატაროს ის.

- შენზე თუ მოუხდენია გავლენა?

- ჩემს თავზე არ დავკვირვებივარ, თუმცა სხვებს უთქვამთ, ტატუს ყველაფერი შეუცვლიაო. იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც მითქვამს, რომ ამ ტატუში მთელ ჩემს ენერგიას ვდებდი და კარგი დატვირთვა ექნებოდა, მართლაც მოსულან და მადლობა უთქვამთ, საჩუქარიც მოუტანიათ ჩემთვის. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მქონია. მჯერა ენერგიების და თითოეულ კომპოზიციაში ჩემს ენერგიას ვტოვებ.

განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93