ყველასთვის საყვარელი მსახიობი ანი ბებია სიცუალურ ქსელში შვილის, ჯერის ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად ავრცელებს. ანიმ რამდენიმე დღის წინ, თავისუფალ სტილში, ყოველდღიურ სამოსში ვიდეო გამაოქვეყნა, რომელმაც გამომწერებისგან უამრავი კომენტარი დაიმსახურა.
ერთ-ერთმა მათგანმა მსახიობს სტილი დაუწუნა და ბრალი "თავის მოუვლელობაში" დასდო. რაზეც ანიმ უპასუხა, რომ თავის მოვლა სხვა რამეა და "გაპრანჭვა" - სხვა.
უარყოფით კომენტარს ანის გამომწერების მხრიდან ასობით დადებითი და პოზიტიური, გამამხნევებელი ტექსტები მოჰყვა. ანის ერთგულმა გამომწერებმა მსახიობს თბილი და გულწრფელი კომენტარები დაუწერეს.
"ეს ოჯახი კუსტბაზე ვნახე რამდენიმე დღის უკან, ძალიან უბრალო და ლამაზები არიან. ანი, ბევრი თქვენნაირი თავისუფალი და კეთილი ადამიანი სჭირდება დღეს დედამიწას".
"ძალიან განსხვავებული სტილი გაქვს ანი, ჯერიც ძალიან საყვარელია და ზოგადად ლამაზი ოჯახი ხართ და მომწონხართ ძალიან" - უწერენ ანის ვიდეოს ქვეშ.